
VitrA არის Eczacıbaşı ჯგუფის ნაწილი, სანიტარული მოწყობილობებისა და კერამიკული ფილების გლობალური მწარმოებელი ტოპ 10-დან. ბრენდის პროდუქცია ცნობილია თავისი ელეგანტური და მარტივი დიზაინით, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებითა და ჰიგიენის მაღალი სტანდარტებით. VitrA-ს მიენიჭა ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორიცაა iF, Good Design, Design Award, Red Dot Design Award და სხვა. 2011 წლიდან VitrA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის BMC Charm LLC. ჩვენს შოურუმებში გამოფენილია შეკვეთით დამზადებული პროდუქცია. საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შორისაა სასტუმროები Moxy Marriott Tbilisi, Radisson, Rixos Borjomi, ქუთაისის აეროპორტი, Chateau Art Wine Artana, საქართველოს ბანკი და სხვა. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო ატმოსფეროს შოურუმებში, კვალიფიციურ კონსულტაციას, ადგილზე მიტანის და მონტაჟის მომსახურებას, ასევე საგარანტიო მომსახურებას. VitrA-სთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ პროდუქციის ადაპტაცია ქართული ბაზრის საჭიროებებზე და მოხარული ვართ გიმასპინძლოთ ჩვენს შოურუმებში.
























